ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში
მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენების ასპარეზობებს სპორტის მინისტრი დაესწრო, რომელიც პორტუგალიაში იმყოფება. კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრების ღირსებას ექვსი სპორტსმენი იცავს. მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ორი ქართველი არბიტრი – თეონა თვაური და ილია სიმონიანი მსაჯობს.
2029 წელს წელს მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს ისტორიაში პირველად საქართველო უმასპინძლებს. გადაწყვეტილება პორტუგალიაში, ქალაქ პორტოში, ევროპის მაგიდის ჩოგბურთის გაერთიანების მმართველობითი საბჭოს სხდომაზე გამოცხადდა.