ევროპარლამენტარების მიმართვა

ევროპარლამენტარები მარიუპოლის მცხოვრებლებს მხარდაჭერას უცხადებენ და საგანგებო ვიდეომიმართვას ავრცელებენ, დეპუტატები ევროკავშირის დროშის ფონზე მიმართავენ კონკრეტულად მარიუპოლის მცხოვრებლებს. ადამიანებო, ვინც მარიუპოლში ცხოვრობთ, ჩვენ, ევროპარლამენტის დეპუტატები ახლა ვართ ლვოვში. ჩვენ ვფიქრობთ თქვენზე და განვიცდით თქვენთან ერთად. ჩვენ ვგრძნობთ იმავე ტკივილს, რასაც განიცდით ახლა თქვენ მარიუპოლში. ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ისევე როგორც გერმანიის მოსახლეობის, ევროკავშირის მოსახლეობის გულებიც თქვენთანაა. მარიუპოლი გადარჩება და თქვენ გაიმარჯვებთ. პუტინი დამარცხდება. ჩვენ თქვენთან ვართ. იყავით ძლიერები. აცხადებენ ევროპარლამენტის წევრები.