ევროკავშირში უკრაინიდან რუსული გაზის ტრანზიტი შეწყდა

უკრაინის გავლით ევროპის ქვეყნების რუსული გაზით მომარაგება შეწყვეტილია.

ხუთი წლის წინ უკრაინულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა. ევროკავშირის იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთიდან მიწოდებულ ენერგორესურსებს იყენებდნენ, ალტერნატიული გზების მოძიება უწევთ. უკრაინაზე გამავალი გაზსადენით მარაგდებოდა სლოვაკეთიც, რომელიც უნგრეთთან ერთად გაზის ტრანზიტის გაგრძელებას ემხრობოდა. სლოვაკეთის ლიდერი უკრაინის პრეზიდენტს საბოტაჟში ადანაშაულებს. გადაწყვეტილებას ისტორიულ გამარჯვებად აცხადებს უკრაინის ხელისუფლება და რუსეთისთვის მიყენებულ სერიოზულ ფინანსურ ზარალზე მიუთითებს.

რა რეზერვები აქვთ ევროკავშირის ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის მხრიდან ენერგორესურსების შანტაჟის იარაღად გამოყენების ფონზე ბოლო წლებში ახალი წყაროების მოძიებას და რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებას აქტიურად ცდილობდნენ – სალომე თორაძე მუშაობდა თემაზე.