ევროკავშირისა და აშშ-ის ლიდერების ურთიერთბრალდებები

ვაშინგტონისა და ბრიუსელის ურთიერთბრალდებები ისევ გრძელდება. ამერიკის მხრიდან კრიტიკული განცხადებების შემდეგ, ევროკავშირიდან აშშ-ის ხელისუფლებას უკვე მიუთითეს, რომ ევროპის ქვეყნების შიდა საქმეებში არ ჩაერიოს. ვითარება ტრამპსა და  ევროკავშირს შორის, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ახალმა სტრატეგიამაც დაძაბა.

ევროკავშირის მისამართით გამოთქმულ მწვავე განცხადებებს ამერიკელი მაღალჩინოსნები და დიპლომატებიც უერთდებიან. ვაშინგტონსა და ბრიუსელს  შორის ურთიერთბრალდებები პოლიტიკური შეფასების თემაა თბილისშიც.