ევროკავშირის სასამართლოს პრაქტიკა

ევროკავშირის პროექტის ორგანიზებით, კონკურენციის სფეროში ქართველი მოსამართლეებისთვისა და იურისტებისთვის ორდღიანი სემინარი იმართება. შეხვედრები დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობს, სადაც მხარეები სხვადასხვა საკითხზე მსჯელობენ, მათ შორის: რა საფრთხის წინაშე აყენებს კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედება ეკონომიკას; რა არის საჭირო კონკურენციის ორგანოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფისთვის; საქართველოს სასამართლოებისა და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ურთიერთდამოკიდებულებას.

კონფერენციის ფარგლებში, მხარეები ასევე განიხილავენ საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის განვითარების შესაძლებლობებს, უწყების ძირითად მიზნებსა და სამართლებრივ მიდგომებს.

სემინარში თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები და თანაშემწეები, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლები, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები მონაწილეობენ.