ევროკავშირის სანქციები რუსეთს

ბრიუსელი წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტის შეჩერებას გეგმავს – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელმა ევროპარლამენტარებს უთხრა, რომ სანქციების მეექვსე პაკეტი უახლოეს დღეებში იქნება შეთანხმებული.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ოთხი მიმართულება განისაზღვრება: სანქციების სამიზნე იქნებიან მაღალი რანგის რუსი სამხედრო ოფიცრები, რომლებმაც ჩაიდინეს ომის დანაშაულები ბუჩასა და მარიუპოლში; რუსეთის უმსხვილესი ბანკი, „სბერბანკი“ უნდა გაითიშოს „სვიფტის“ საბანკო გადარიცხვების სისტემიდან; სამი მსხვილი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რუსული მაუწყებელი ევროკავშირის საკაბელო, სატელიტური და ინტერნეტის ქსელებიდან უნდა ჩაიხსნას.