ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა

500 მილიონ ევროს მიიღებს დამატებით უკრაინა ევროკავშირისგან. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა მხარი დაუჭირეს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებითი თანხის გამოყოფას. ამის შესახებ მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

ევროკავშირის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი, სახელწოდებით „სტრატეგიული კომპასი“ დაამტკიცეს. როგორც ჟოზეფ ბორელმა თქვა, დოკუმენტზე მუშაობა ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და უსაფრთხოების თვალსაზრისით ის მნიშვნელოვანი განაცხადია.