ევროკავშირის პროექტი შსს-ში

შინაგან საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის მმართველი საბჭოს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე დაესწრო. პროექტი სახელწოდებით „ტექნიკური დახმარება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“ 2021 წლის ჩათვლით განხორციელდება. ის მიზნად ისახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ხელშეწყობას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.

შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის განხორციელებასა და მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს, ასევე, მოსაზრებები გამოთქვეს პროექტის შემდგომ განვითარებაზე და კონკრეტული სამომავლო აქტივობები განსაზღვრეს.