ევროკავშირის პოლიტიკა რუსეთის მიმართ - უთანხმოება ლიდერებს შორის 

ვინ უნდა იყოს მთავარი მომლაპარაკებელი რუსეთთან თუ ვლადიმერ პუტინი დიალოგს დათანხმდება – საკითხი, რომელზეც ევროპელი ლიდერები ამ დრომდე ვერ თანხმდებიან, როგორც ირკვევა ევროკავშირის დახურულ სამიტზე სერიოზული დაპირისპირების თემა გახდა. მიზეზი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ქმედებაა. გავრცელებული ცნობებით, ანტონიო კოშტამ რუსეთთან დიპლომატიური არხების გახსნა წევრი ქვეყნების ინფორმირების გარეშე გადაწყვიტა, რასაც მაკრონისა და მერცის უკმაყოფილება მოჰყვა. კოშტას ხაზგასმით განუმარტეს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებში ევროპის სახელით ლიდერობა გერმანიას, საფრანგეთს და გაერთიანებულ სამეფოს ეკუთვნით. უთანხმოების მიუხედავად, ევროპელი ლიდერები უკრაინისთვის მხარდაჭერის გაზრდაზე და რუსეთის წინააღდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების 12 თვით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. მუშაობა დაწყებულია სანქციების ახალ პაკეტზეც, თუმცა კონსენსუსი არც ამ შემთვევაში არსებობს, ბულგარეთი ღიად აცხადებს, რომ სანქციების 21-ე პაკეტს ვეტოს დაადებს.