ევროკავშირის პირობები უკრაინისთვის
ევროკავშირი უკრაინას დამატებით დაფინანსებას იქამდე არ გამოუყოფს, ვიდრე ის დაპირებულ რეფორმებს არ განახორციელებს, – ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ წერს. გამოცემის ცნობით, მიმდინარე წლის ზაფხულში ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დამატებითი თავდაცვის საჭიროებები 27 მილიარდ დოლარად შეაფასა.
უკრაინის მთავრობამ ევროკომისიას სთხოვა, დახმარებოდა ამ დანაკლისის შევსებაში, ორწლიანი, 90 მილიარდი ევროს ვადაზე ადრე გამოყოფით. მედიის ინფორმაციით, ბრიუსელმა მოთხოვნა უარყო. ამის ნაცვლად, ევროკავშირი უკრაინის მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას დაჟინებით მოითხოვს.