ევროკავშირის ელჩმა სასაზღვრო პოლიციის „სარფის“ სექტორი დაათვალიერა

ევროკავშირის ელჩმა სასაზღვრო პოლიციის „სარფის“ სექტორი დაათვალიერა. მან სახელმწიფო საზღვრის ზოლი და ელექტრონული დაკვირვების თანამედროვე სისტემები მოინახულა. კარლ ჰარცელი, ასევე, დეტალურად გაეცნო საზღვრის დაცვის შესაძლებლობებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციისა და ევროკავშირის თანამშრომლობის ფარგლებში,  სასაზღვრო პოლიციაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.