ევროკავშირი რუსული გაზის სრულად ჩანაცვლებას აპირებს

ევროკავშირი რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულებისგან სრულად გათავისუფლებას 2027 წლისთვის გეგმავს, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

რუსეთი გაზის უმსხვილესი მიმწოდებელია ევროპაში, მასზე ჩვენი მოხმარების 40% მოდის. ჩვენ გვინდა, თავი დავაღწიოთ ამ დამოკიდებულებას 2027 წლისთვის. ჩვენ მიერ რუსეთიდან შემოტანილი გაზისა და ნავთობის უმეტესი წილი ჩანაცვლდება განახლებადი წყაროებით, ენერგოეფექტიანობითა და ენერგიის დაზოგვით. გაზის იმ რაოდენობის უზრუნველსაყოფად, რომელიც ჯერ კიდევ იქნება საჭირო, ევროკავშირმა უნდა გაზარდოს იმპორტი არარუსული წყაროებიდან“, – განაცხადა ბორელმა.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ენერგეტიკა ყოველთვის იყო გეოპოლიტიკური საკითხი და ახლა ეს კიდევ უფრო აშკარა გახდა. „წლებია, ჩვენ განვიხილავთ ენერგეტიკის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირების აუცილებლობას რუსეთიდან, ქვეყნიდან, რომელიც ენერგიას პოლიტიკურ იარაღად იყენებს. ჩვენ არ შეგვიძლია ამ ნაბიჯის გადადება – ჩვენ ვაფინანსებთ კრემლის შესაძლებლობას, აწარმოოს ომი უკრაინის წინააღმდეგ. ეს არ არის იოლი საქმე და მოითხოვს თანამშრომლობას ბევრ ასპექტში, რაც აისახება ევროპის ენერგეტიკული განახლების გეგმაში, – ამბობს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.

დატოვე კომენტარი