ევროკავშირის დახმარება უკრაინას

ევროკავშირი მზად არის, კახოვკის ელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ, უკრაინას დახმარება გაუწიოს. ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.

„მე ვესაუბრე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს, რათა მიმეწოდებინა ახალი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ააფეთქა რუსეთმა კახოვკის კაშხალი და რა გავლენა მოახდინა ამან ხალხსა და გარემოზე. ევროკავშირი მზადაა, უზრუნველყოს საჭირო მხარდაჭერა და ჰუმანიტარული დახმარება რუსეთის მიერ შექმნილი ამ კატასტროფის შედეგების შესამსუბუქებლად,“ – წერს დმიტრო კულება.