ევრობასკეტი 2022 | საქართველო - ფინეთი პირველ არხზე

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები დღეს ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგ შეხვედრას გამართავს. ილიას ზუროსის გუნდი 19:00 საათზე ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ჩვენს გუნდს ევროპის ჩემპიონატზე თამაში მასპინძლის რანგში გარანტირებული აქვს, თუმცა მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრები ოთხი მოგებითა და ერთი მარცხით ჯგუფში პირველ ადგილზეა. 16:00 საათზე სპორტის სასახლეში ჩვენი ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა სერბეთსა და შვეიცარიას შორის შედგება.

ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სპორტი

 

მოამბე