„ევრობასკეტი 2022“

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში ესპანეთს დაუპირისპირდა და 64:90 დამარცხდა. გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელშიც სტუმრები 24-ქულიანი სხვაობით დაწინაურდნენ. შენგელიასა და ბითაძის გარეშე მოთამაშე საქართველოს ნაკრებმა სხვაობა ვერ შეამცირა და „ევრობასკეტზე“ მეორე მარცხი განიცადა.

დღეს საქართველოს ნაკრები მესამე შეხვედრას თურქეთთან გამართავს – მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 21:00 საათზე შემოგთავაზებთ.