„ევრობასკეტი 2022“

12:02, 31.08.2022

ევრობასკეტის დაწყებამდე ერთი დღე რჩება. თბილისი კალათბურთში კონტინენტის პირველობას ისტორიაში პირველად უმასპინძლებს. ახალ „თბილისი არენაზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ შეხვედრას ხვალ, 21:00 საათზე ბელგიის წინააღმდეგ ჩაატარებს. ევრობასკეტის მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ჩვენი კორესპონდენტი ნიკოლოზ ბერაძე მოგვიყვება, თუ როგორ მიმდინარეობს ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები თბილისში?

მსგავსი