„ევრობასკეტ 2021“-ის ჯგუფურ ეტაპს საქართველო უმასპინძლებს

2021 წელს „ევრობასკეტის“ მასპინძელი ქვეყანა საქართველო იქნება.

ქართული სპორტის ისტორიაში პირველად, ჩვენს ქვეყანაში „ევრობასკეტის“ ჯგუფური ეტაპი ჩატარდება.

ტურნირის მასპინძლობის სურვილი შვიდმა ქვეყანამ გამოთქვა, თუმცა მათგან მხოლოდ ოთხი შეარჩიეს. გადაწყვეტილება დღეს მიუნხენში მდებარე ევროპული კალათბურთის მმართველ ორგანოში  გამოცხადდა.