#ევრო2022 ქალთა ევროპის ჩემპიონატი ინგლისში #ტაიმაუტი

6 ივლისს ინგლისში სტარტი ქალთა ევროპის ჩემპიონატმა აიღო. 2022 წლის ევრო პირველობა ერთი წლის დაგვიანებით კოვიდპანდემიის გამო ტარდება. უეფას ინფორმაციაზე დაყრდნობით მიმდინარე წელს მონაწილე ნაკრებები გაორმაგებულ ჰონორარს მიიღებენ. ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის 16 მონაწილე 16 მილიონ ევროს მიიღებს, რაც 2017 წელს ჩატარებული ტურნირის საპრიზო თანხაზე ორჯერ მეტია. გარდა ამისა ის კლუბები, რომელთა ფეხბურთელებიც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ, წახალისების მიზნით უეფასგან 4,5 მილიონ ევროს მიიღებს. მიმდინარე წელს ევროპის ჩემპიონატზე არ იასპარეზებს რუსეთის ეროვნული ნაკრები, რომელიც ტურნირიდან რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო მოხსნეს. რუსები პორტუგალიის ეროვნულმა გუნდმა ჩაანაცვლა. დღევანდელი დღიდან მოყოლებული საქართველოს პირველი არხი პლეი ოფის შეხვედრებს პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

#ტაიმაუტი