საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოლონეთთან ევროპის ჩემპიონატზე სასტარტო მატჩამდე პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა. 2023 წლის კონტინენტის პირველობის შემდეგ, სვანაძის გუნდმა ტურნირზე თამაშის უფლება ზედიზედ მეორედ მოიპოვა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მედიასთან გუნდის ერთ-ერთ ლიდერთან, ირაკლი აზაროვთან ერთად ისაუბრა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები „ევრო 2025“-ზე პირველ შეხვედრაში პოლონეთის „ჟილინას“ სტადიონზე დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება.