ევაკუაციის პროცესი „აზოვსტალიდან“

„აზოვსტალიდან“ სამხედროების გამოყვანის ოპერაცია გრძელდება. 53 მძიმედ დაჭრილი მებრძოლი უკვე გადაყვანილია „ნოვო-აზოვსკში“ მდებარე საავადმყოფოში. ღამით კიდევ 211 პირი ჰუმანიტარული დერეფნით ოლენევკაში ჩაიყვანეს. ორივე ქალაქი დონეცკის ოლქში მდებარეობს და რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა. უკრაინული მხარის ცნობით, სამხედროების სახლში დასაბრუნებლად გაცვლის პროცედურა მიმდინარებს. თავდაცვის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ უკრაინას „აზოვსტალის“ სამხედრო გზით განბლოკვის საშუალება არ აქვს. მანამდე სააგენტო „როიტერი“ წერდა, რომ აზოვსტალის ტერიტორია უკრაინელი სამხედროებით რამდენიმე ავტობუსმა დატოვა. ვრცელდება ვიდეომასალაც. „აზოვის“ ქარხნიდან სამხედროების ევაკუაციაზე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ მარიუპოლის დამცველების სიცოცხლის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება. პრეზიდენტი აცხადებს, რომ „გმირები უკრაინას ცოცხლები სჭირდება“.

 

დატოვე კომენტარი