ევაკუაცია ჰუმანიტარული დერეფნებით

8 057 ადამიანის გადაყვანა მოხერხდა ბოლო 24 საათში ჰუმანიტარული დერეფნებით უსაფრთხო ადგილებში. მონაცემებს უკრაინის ვიცე-პრემიერი ავრცელებს. მისი თქმით, რვა შეთანხმებული საევაკუაციო დერეფნიდან, მოქმედებდა შვიდი. ირინა ვერეშუკის ცნობით, მარიუპოლიდან ზაპოროჟიეში 3 000 მოქალაქის გადაყვანა გახდა შესაძლებელი. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსებს ამ დრომდე დაკავებული აქვთ ყირიმთან დამაკავშირებელი სახმელეთო დერეფანი, შესაბამისად, უკრაინის ჯარისთვის ბლოკირებულია გასასვლელი აზოვის ზღვაზე. ამასთან, უკრაინული მხარის ცნობით, გასული დღე-ღამის გამავლობაში უმეტესი მიმართულებებით რუსეთის ჯარს წინსვლა არ ჰქონია, უკრაინის ძალებმა კი კიევის ოლქში, დასახლება მაკაროვი გაათავისუფლეს. ბორისპოლის მერი მუწოდებს მოქალაქეებს, დატოვონ ქალაქი, რადგან ეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მოქმედებას გაუმარტივებს.