ეუთო-ს წევრი 37 სახელმწიფოს განცხადება - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
ეუთო-ს წევრი 37 სახელმწიფო საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების გამო ისინი ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ. განცხადებაში ვკითხულობთ: „თებერვალში ჩვენი ბოლო დისკუსიის შემდეგ, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება კიდევ უფრო შორდება დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა ვალდებულებებს. ჩვენი მთავარი შეშფოთება სამი მიმართულებით ვლინდება: სამოქალაქო სივრცის საკანონმდებლო შეზღუდვა; დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება, უცნობი ჯგუფების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა; აგრეთვე გაუმართლებლად ხანგრძლივი წინასწარი პატიმრობის პერიოდები და წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობა“, – წერია განცხადებაში, სადაც გამჭვირვალობის შესახებ კანონზეც არის საუბარი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყურადღებით აკვირდებიან საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ ბოლოდროინდელ ცვლილებებსაც და მოუწოდებენ ხელისუფლებას, დაიწყოს ინკლუზიური დიალოგი ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან.