ეუთო-ს რეზოლუცია უკრაინის შესახებ

15:20, 06.12.2025

ეუთო-ს 40-ზე მეტმა წევრმა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიზანმიმართული თავდასხმები დაგმო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას 2022 წელს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ესხმის თავს, რამაც შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი გამოიწვია, განადგურდა საცხოვრებელი და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა.

განცხადების თანახმად, რუსული თავდასხმების სამიზნეები ელექტროინფრასტრუქტურის ის ობიექტებია, რომლებსაც „საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო“ ბირთვული დანადგარების გარე ენერგომომარაგების მთავარ ფაქტორად განსაზღვრავს.

მსგავსი