სულ ცოტა დრო რჩება ესპანეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების დაპირისპირებამდე. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე, ქალაქ ელჩეში დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი და „პირველი არხი – სპორტი“ შემოგთავაზებთ.
დღევანდელ შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებს რამდენიმე ძირითადი ფეხბურთელი დააკლდება, საქართველოს ნაკრებს კი ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა, ოთარ კიტეიშვილი დაუბრუნდა, რომელმაც წინა მატჩები ტრავმის გამო გამოტოვა. გუნდს დღეს ისევ ვერ დაეხმარება გიორგი ჩაკვეტაძე.
როგორია გულშემატკივრების განწყობა დღევანდელი მატჩის წინ, ამას ნინო გაბელია გვეტყვის, რომელიც ესპანეთში იმყოფება.