ესპანეთი-საქართველო პირველ არხზე

ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირებამდე რამდენიმე საათი რჩება. მატჩი თბილისის დროით 22:45 წუთზე ქალაქ ელჩეში დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი და „პირველი არხი – სპორტი“ შემოგთავაზებთ. აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ნაკრებს რამდენიმე ძირითადი ფეხბურთელი აკლია.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ესპანეთთან შეხვედრისთვის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა, ოთარ კიტეიშვილი დაუბრუნდა, რომელმაც სექტემბრის თამაშები ტრავმის გამო გამოტოვა. განაცხადში ასევე დაბრუნდა ლაშა დვალი, ტრავმის გამო, ეროვნულ გუნდს კვლავ ვერ დაეხმარება გიორგი ჩაკვეტაძე.

ესპანეთში მუშაობს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი და ნინო გაბელიას ჩავრთავთ ახლა პირდაპირ ეთერში – როგორია გულშემატკივრების განწყობა?