ესპანეთი-საქართველო პირველ არხზე

12:30, 11.10.2025

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრას გამართავს და ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი ქალაქ ელჩეში, 22:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი და „პირველი არხი – სპორტი“ შემოგთავაზებთ.

უამინდობისა და გადაუღებელი წვიმის გამო, ჩვენმა გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში და პრესკონფერენცია მადრიდში გამართა. აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ნაკრებს რამდენიმე ძირითადი ფეხბურთელი აკლია. ვილი სანიოლმა გუნდის შანსებზე გიორგი მამარდაშვილთან ერთად ისაუბრა. ესპანეთში იმყოფება ქართველი გულშემატივარიც, რომელიც „მოამბის“ გადამღებმა ჯგუფმა ჩაწერა.

მსგავსი