ერთობლივი პროექტი

12:22, 08.07.2026

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს პარტნიორობით, მაღალსიჩქარიანი ქსელის განვითარების პროექტი ხორციელდება. სახელმწიფო საზღვრის 35 სექტორზე შესაბამისი ქსელის განვითარების მიზნით, აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ ქართულ სააგენტოს რამდენიმე ათეული როუტერი გადასცა. ქსელის განვითარების პროექტის ფარგლებში, საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ სახელმწიფო საზღვრის რამდენიმე მონაკვეთზე უკვე მოეწყო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის ინფრასტრუქტურა.

მსგავსი