„რუსეთი თუ შეწყვეტს საომარ მოქმედებებს, მშვიდობა დამყარდება, თუ უკრაინა შეწყვეტს საომარ მოქმედებებს, ის შეწყვეტს არსებობას, როგორც სუვერენული ქვეყანა“ – ამის შესახებ ბრიუსელში ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა. სტოლტენბერგმა ენტონი ბლინკენთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრა. ის აშშ-ის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოცხადებას მიესალმება.
იენს სტოლტენბერგის შეფასებით, ომი კრიტიკულ ფაზაში შედის, უკრაინა კი სამხრეთ-აღმოსავლეთით პროგრესს აღწევს. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ალიანსის წევრებთან ერთად, მოსკოვს კიდევ ერთხელ გაუგზავნა გზავნილი, რომ ნატო ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს დაიცავს.