ერთობლივი განცხადება
40-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის, საქართველო შეშფოთებას გამოთქვამს პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრის გამო და აცხადებს, რომ რუსეთის ეს ქმედება წარმოადგენს არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის დარღვევას, არამედ ასევე არის ესკალაცია, რომელიც მთელ რეგიონს კონფლიქტთან აახლოებს.
შესაბამისი განცხადება პოლონეთის სახელმწიფო მდივანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე წაიკითხა. განცხადება ასევე შეიცავს მოწოდებას რუსეთისადმი, შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ ომი. განცხადებას ხელს აწერს 46 ქვეყნის მთავრობებისა და ევროკავშირის დელეგაცია.