ერთობლივი დეკლარაცია
უკრაინამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა, ომის დასრულების შემდეგ, უკრაინაში მრავალეროვნული ძალების განთავსების შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადება გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ემანუელ მაკრონის თქმით, დეკლარაცია განსაზღვრავს „უსაფრთხოების გარანტიების კომპონენტებს“ და მოიცავს: ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის მექანიზმის შექმნას, უკრაინის 800 000-იანი სამხედროს ტრენინგისა და ყველა საჭირო რესურსის უზრუნველყოფით, მუშაობის გაგრძელებას „მრავალეროვნული ძალების შესაქმნელად და უკრაინის მოკავშირეების იურიდიულ ვალდებულებას, მხარი დაუჭირონ უკრაინას „რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმის შემთხვევაში“. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დოკუმენტის ხელმოწერა მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რომელიც მთლიან პროცესს ხსნის.