ერთი თვე რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან

უკვე ერთი თვეა ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანა კრემლის სასტიკი სამხედრო ინტერვენციის პირობებში ცხოვრობს.

საოკუპაციო ძალების აგრესიის შედეგად ყოველდღიურად იზრდება მსხვერპლი სამოქალაქო პირებს შორის. მიწასთან არის გასწორებული რამდენიმე ქალაქი. მუდმივად იბომბება სამოქალაქო ობიექტები.

იღუპებიან ბავშვები. როგორ აფასებენ გასულ ერთ თვეს უკრაინის მოქალაქეები, – ადგილობრივებს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი ლვოვში ესაუბრა. რატი ხვისტანი და დავით ცირიკიძე დეტალებით.