ერთი დღე ავტომობილის გარეშე - ღონისძიება თბილისში

ერთი დღე ავტომობილის გარეშე, თბილისი მსოფლიო ღონისძიებას ეხმიანება. დედაქალაქში საერთაშორისო დღე მანქანის გარეშე აღინიშნა. თარიღთან დაკავშირებით, დილიდან სიმბოლური ველოგარბენი გაიმართა. სტარტი ღონისძიებამ ვაკის პარკიდან აიღო და პირველი რესპუბლიკის მოედანზე დასრულდა.

დღის მთავარი მოწოდება კი არის ის, რომ მოქალაქეებმა ერთი დღით პირადი ავტომობილით სარგებლობისგან თავი შეიკავონ, გადაადგილდნენ ფეხით ან გამოიყენონ ალტერნატიული და ჯანსაღი ტრანსპორტი – ველოსიპედი.