ეროვნული ლიგის გათამაშება

ეროვნული ლიგის გათამაშება დასრულდა – გაიმართა ბოლო, 36-ე ტურის შეხვედრები. საჩხერეს „ჩიხურამ“ ბოლნისის „სიონი“ 2:1 დაამარცხა და ევროსარბიელზე გამოსვლის უფლება მიიღო. საჩხერელთა ბომბარდირმა გიორგი გაბედავამ და თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ 2-2 გოლი გაიტანეს და ორივე ეროვნული ლიგის ბომბარდირი გახდა. ჩემპიონობა საბურთალომ იზეიმა, ევროპის ლიგაზე კი „ჩიხურასთან“ ერთად, თბილისის „დინამო“ და „ტორპედო“ ითამაშებენ.

ლიგიდან ფოთის „კოლხეთი“ გავარდა. 12 და 15 დეკემბერს კი პლეი ოფის მატჩები შედგება – ეროვნული ლიგის ორ ვაკანტურ საგზურს „გაგრა“ – „სიონისა“ და „სამტრედია“ – „ვიტ ჯორჯიას“ წყვილებში გამარჯვებულები მოიპოვებენ.