ეროვნული ბანკის განცხადება

12:10, 09.10.2026

საქართველოს ეროვნული ბანკი ნანა ყეინიშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბანკი „ბიტექსჩეინჯის“ წარმომადგენლების წერილებში დასახელებულ გარემოებებს გაეცნო და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში პირველადი შიდა შესწავლა ჩაატარა. მათივე ცნობით, აღნიშნული ფაქტების სამართლებრივი გადამოწმება საქართველოს ეროვნული ბანკის კანონმდებლობით განსაზღვრულ მანდატს სცილდება, შესაბამისად მასალები უფლებამოსილების მქონე ორგანოებს გადაეცა. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს ნანა ყეინიშვილის ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომებიდან დროებით აცილების საკითხს.

რაც შეეხება ვირტუალური აქტივების პროვაიდერ „ბიტექსჩეინჯს“, რომელიც ნანა ყეინიშვილის საქმესთან დაკავშირებით ნახსენებია პროკურატურის განცხადებაში, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეს კომპანია დაჯარიმებულია ეროვნული ბანკის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესის დარღვევისთვის მისი გეგმური შემოწმების შედეგად. ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი 7 წლის ვადით, 2023 წლის სექტემბრიდან გახდა.

მსგავსი