ერაყის პრემიერ-მინისტრი ერაყის ციხეებში დაპატიმრებული დაეშის წევრების სიკვდილით დასჯას ითხოვს

ერაყის პრემიერ-მინისტრი ერაყის ციხეებში დაპატიმრებული თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს, იგივე დაეშის წევრების დაუყოვნებლივ სიკვდილით დასჯას ითხოვს.

მისი თქმით, სასმართლო პროცესი საჭირო არ არის. თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს ყოფილ წევრებს შორის ასობით უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მათ შორის არიან ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებიც, რომლებიც დაეშის რიგებს 2013-2015 წლებში შეუერთდნენ.