ექსტრემალური ტემპერატურა და ტყის ხანძრები ევროპაში
გარდაცვლილები, უგზო-უკვლოდ დაკარგულები, ევაკუირებულები და უსახლკაროდ დარჩენილები – ევროპის რამდენიმე ქვეყანაში რეკორდულ სიცხესა და მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვიან. ესპანეთში კრიზისების მართვის საგანგებო ჯგუფებია შექმნილი, საფრანგეთის მთავრობამ კი ექსტრემალური ტემპერატურის გამო, საგანგებო გეგმა აამოქმედა. სტიქიამ სერიოზული პრობლემები შექმნა იტალიასა და საბერძნეთშიც. ევროკავშირის კლიმატის მონიტორინგის სამსახურის მონაცემებით, წელს დასავლეთ ევროპაში რეკორდულად ცხელი ზაფხულია.
ავტორი: ნიკა ადეიშვილი.