ექსპოზიცია „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“

ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ – კლუბ „ხიდის“ სივრცეში ამ სახელწოდების ექსპოზიციის მზადების პროცესი დასასრულს უახლოვდება. ღონისძიებით პარტია „ევროპული საქართველო“, „თავისუფლების ინსტიტუტი“, „ტაბულა“, „ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება“ და „აფხაზთა კრება“ რუსეთის მიერ ქართველების 1992-1993 წლებში ჩადენილი გენოციდის აღიარების კამპანიას იწყებენ.

ექსპოზიცია ხვალ, 24 მაისს, 21:00 საათიდან გაიხსნება და 26 მაისის 18:00 საათამდე გაგრძელდება. ადგილზე მისული მოქალაქეები მოისმენენ რეალურ ისტორიებს აფხაზეთში 92-93 წლებში რუსული აგრესიისა და სისასტიკის შესახებ, გამოფენაზე წარდგენილი იქნება ჯერ კიდევ უცნობი რეალური ფოტო და ვიდეომასალა.