ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია – ოპიზის რელიეფი
- ოპიზის მონასტერი დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, ართვინის პროვინციაში, მდინარე იმერ-ხევის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. ოპიზა საქართველოს ისტორიული პროვინციის, კლარჯეთის უძველესი და ყველაზე ვრცელი მონასტერია. იგი 750 წელს დაარსდა და XVI საუკუნემდე ამ მხარეში განათლების უმნიშვნელოვანეს კერას წარმოადგენდა