ენტონი ბლინკენის განცხადება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსეთის მხრიდან ოდესაზე თავდასხმა დაგმო. ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ მოსკოვმა სტამბოლში მიღწეული შეთანხმებებით ნაკისრი ის ვალდებულებები დაარღვია, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე სურსათის მიწოდების ორგანიზებას ეხებოდა. სახელმწიფო მდივანი რუსეთის მოუწოდებს სასწრაფოდ შეწყვიტოს აგრესია და დაუბრუნდეს შეთანხმებას.