ენტონი ბლინკენის განცხადება

„შეერთებულ შტატებს არ აქვს რუსეთში რეჟიმის ცვლილების სტრატეგია“,- ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა იერუსალიმში ვიზიტისას განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ვარშავაში ყოფნის დროს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, მოქალაქეებს სიტყვით მიმართა. თავისი გამოსვლა ბაიდენმა დაასრულა შემდეგი სიტყვებით – „არ შეიძლება, ამ კაცმა შეინარჩუნოს ძალაუფლება“. რის შემდეგაც კრემლში განაცხადეს, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთის მოქალაქეების მიერ არის არჩეული და ამერიკის გადასაწყვეტი არ არის, დარჩება თუ არა ის ხელისუფლებაში. მოგვიანებით, თეთრ სახლში ბაიდენის განცხადება განმარტეს და განაცხადეს, რომ ბაიდენი გულისხმობდა, რომ პუტინს არ უნდა შეეძლოს მისი ძალაუფლების გამოყენება მეზობელ სახელმწიფოებში.