ენტონი ბლინკენი მაჰმუდ აბასს შეხვდა

15:10, 13.10.2023

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი იორდანიაში პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა. ამასთან, ბლინკენმა ისრაელში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები იორდანიის მეფესთან, აბდულ მეორესთანაც გამართა.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელში იმყოფებოდა, სადაც ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.

ისრაელისა და იორდანიის შემდეგ, არსებული ვითარების დიპლომატიური გზებით მოგვარების მიზნით ბლინკენი ეგვიპტეში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ყატარშიც ჩავა.

 

მსგავსი