ენერგეტიკული შეთანხმება მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის
რუსული ნავთობპროდუქტები ამერიკულ და გლობალურ ბაზრებზე. ენერგეტიკული შეთანხმება მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის და აშშ-ის პრეზიდენტის მადლობა ვლადიმერ პუტინს. პირველ ეტაპზე სამასი ათასი ტონა საწვავი რუსეთიდან დაუყოვნებლივ გავა. სანქციების დროებით შეჩერება კი, უკრაინის პრეზიდენტის აზრით, ომში რუსეთის სასარგებლოდ გაღებული ინვესტიციაა.
ვაშინგტონს იმედი აქვს, რომ რუსეთთან ენერგეტიკული შეთანხმებები საწვავის ფასებს შეამცირებს და მოსკოვს სამშვიდობო მოლაპარაკებებში დათმობებისკენ უბიძგებს.
ტრამპის გადაწყვეტილებას ევროკავშირი არ იწონებს და უფრო მეტიც, კაია კალასი 12 ოქტომბერს სანქციების ყველაზე მასშტაბური პაკეტის დამტკიცებას აანონსებს. ტრამპი-პუტინის შეთანხმებით იმედგაცრუებულია ფინეთის პრემიერ-მინისტრიც.