ემანუელ მაკრონის განცხადება

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საბერძნეთთან და თურქეთთან თანამშრომლობით, მარიუპოლში „ჰუმანიტარული ოპერაციის“ ჩატარებას გეგმავს. მისი თქმით, ოფიციალური პარიზი აპირებს ჰუმანიტარული ოპერაციის დაწყებას საბერძნეთთან და თურქეთთან ერთად, რათა მოხდეს ყველა იმ პირის ევაკუაცია, რომელთაც სურთ მარიუპოლის დატოვება. მისი თქმით, ფრანგული მხარე ყველაფერს საუკეთესო პირობებით აწყობს. ემანუელ მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ დეტალების გასარკვევად, უახლოეს დღეებში ამ საკითხს პუტინთან განიხილავს.