ემანუელ მაკრონის განცხადება

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ირანის ბირთვული პროგრამა ძალიან ახლოს არის კრიტიკულ სტადიასთან. მაკრონის თქმით, ინფორმაცია, რომელიც საფრანგეთს აქვს, ძალიან შემაშფოთებელია. მან ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი რეკომენდაციას არ უწევდა ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმას და მიიჩნევდა, რომ საკითხის მოსაგვარებლად ჯერ კიდევ არსებობდა დიპლომატიური გზა.