ემანუელ მაკრონის განცხადება

საფრანგეთს რუსეთთან დათმობებზე წასვლა არ სურს და ოფიციალური პარიზის სურვილია, უკრაინამ მოიგოს ომი მოსკოვის დამპყრობელი ჯარების წინააღმდეგ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით, – „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. ამავე ინფორმაციაზე დაყრდნობით, მაკრონის წარმომადგენელი ამბობს, რომ ოფიციალური პარიზი სანქციების მთავარი მხარდამჭერი იყო და უკრაინასაც ძლიერ სამხედრო დახმარებას უწევდა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის ღიად დამცირება მხოლოდ დაკეტავს მომავალ დიპლომატიურ გზებს.