ელისაშვილს ბრალი ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობით წარედგინა

12:06, 01.12.2025

რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ალეკო ელისაშვილის საქმეზე – აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სხდომა ერთ საათში დაიწყება. ალეკო ელისაშვილს ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე აქვს ბრალდება წარდგენილი. სასჯელი 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურამ გაასაჯაროვა ვიდეოკადრებიც, სადაც, მათი ინფორმაციით, ჩანს, როგორ შედის ალეკო ელისაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში და იქ ცეცხლის წაკიდებით ხანძრის გაჩენას ცდილობს. ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. ადვოკატი კი სხდომაზე გირაოს შუამდგომლობას დააყენებს.

მსგავსი