ელისაშვილის სასამართლო
ალეკო ელისაშვილის პროცესები დასკვნით ეტაპზეა – გადაწყვეტილება 10 ივლისს გამოცხადდება. სხდომაზე დღეს ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა თქვა, პროკურორმა ელისაშვილის დანაშაულებრივ ქმედებებზე გაამახვილა ყურადღება. საუბარია ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებაზე. დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაცვის მხარის თქმით, საქმეში ელისაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ დევს, რაც დაადასტურებს, რომ ელისაშვილმა ტერორისტული აქტის ჩადენა სცადა. ელისაშვილი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება. მის მიმართ წარდგენილ ბრალს კი პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებენ.