ელისაშვილის სასამართლო
ალეკო ელისაშვიის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. საუბარია ბრალდების იმ ეპიზოდზე, რომლითაც მას არქივის შენობაში ხანძრის გაჩენას ედავებიან. მხარეებმა პროცესზე მტკიცებულებები წარადგინეს, მის დასაშვებობაზე კი მოსამართლე მომდევნო პროცესზე იმსჯელებს.
ბრალდებას ელისაშვილი არ ეთანხმება და პოლიტიკურ მოტივებზე მიუთითებს. გამოძიება 2025 წლის 4 მაისს მომხდარ ფაქტს ედავება, რაც ტერორისტულ აქტს, აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს, ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.
აღნიშნული ქმედება 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.