ელისაშვილის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილება – პოლიტიკური შეფასებები
ამართლებენ თუ არა ტერორისტული აქტის მცდელობას „სამართლიანი მიზნებით“ და როგორია პოლიტიკური შეფასებები. „ლელო – ძლიერ საქართველოში“ ამბობენ, რომ ბრძოლის ის ფორმა, რომელიც ალეკო ელისაშვილმა აირჩია, მიუღებელია, თუმცა, მათთვის უსამართლოა თანაგუნდელისთვის წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაცია, რომლის საფუძველზეც პოლიტიკოსს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა.
პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს და გამოძიებას არ ენდობა ოპოზიციის ნაწილი. მმართველი გუნდი კი გარე აქტორების მიზნებსა და ბრძოლის მეთოდებზე საუბრობს. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ დანაშაულის გამართლება, რომელიც თავად ელისაშვილმა აღიარა, მიუღებელია.