ელენე ხოშტარიას სასამართლო პროცესი

12:25, 27.02.2026

ელენე ხოშტარიას საქმეზე დასკვნითი სიტყვა მომავალი სხდომისთვის გადაიდო. სავარაუდოდ, 10 მარტს გამოცხადდება განაჩენიც. დღეს კი პროკურატურის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. ცნობილია, რომ „დროას“ ლიდერი უარს აცხადებს ნებისმიერ სამართლებრივ პროცესში მონაწილეობაზე, დაცვის მხარე არ გეგმავს დასკვნითი სიტყვის წარმოთქმას. სხდომებს არ დასწრებია თავად ბრალდებული. მისი გამოგზავნილი წერილი სხდომის დასაწყისშივე წაიკითხა მოსამართლემ, სადაც პოლიტიკოსის სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი რამდენიმე სიტყვით იყო ახსნილი – „არ ვაღიარებ რუსულ რეჟიმს“.

შეგახსენებთ, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეეფარდა, თანხის გადახდის შემდეგ, მას შეეძლო საპატიმროს დატოვება, თუმცა არ გადაიხადა გირაო. ის 15 სექტემბერს დააკავეს.

მსგავსი